ოპოზიცია არჩევნებთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის დასკვნას არ ენდობა

25 ივლისი 2021, 17:52 1243 ნახვა

26 ივლისის რიგგარეშე სხდომაზე, პარლამენტს 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის დასკვნა წარედგინება.სესიამდე შემაჯამებელ სხდომას თავად საგამოძიებო კომისია გამართავს, რომელიც დასკვნის საბოლოო ვარიანტს მიიღებს და დოკუმენტს ბიუროს წარუდგენს.„ქართული ოცნება” მოუწოდებს ყველა ოპოზიციურ პარტიას, დაესწრონ 26 ივლისის პლენარულ სხდომას და 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შესახებ დროებითი საგამოძიებო კომისიის დასკვნის განხვილვაში მიიღონ მონაწილეობა.როგორც პარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, სხდომაში არმონაწილეობა შეფასდება როგორც დისკუსიისგან თავის არიდებისა და პასუხისმგებლობისგან გაქცევის მცდელობა. საპარლამენტო ოპოზიციამ საგამოძიებო კომისიის მუშაობაში მონაწილეობა არ მიიღო, რადგან მათი თქმით კომისიის მუშაობა ტენდენციური იყო და მონაწილეობის აზრს ისინი ვერ ხედავდნენ, თუმცა ოპოზიციის მეორე ნაწილი ამბობს, რომ ამ კომისიამ საერთოდ დაკარგა აზრი მას შემდეგ რაც შარლ მიშელის დოკუმენტს მოეწერა ხელი

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში