თბილისში პლაკატების გაკვრასთან დაკავშირებით 2 პირი დაჯარიმდა

25 ივლისი 2021, 20:03 1059 ნახვა

1000-1000 ლარით დაჯარიმდნენ პირები, რომლებმაც ქალაქში ბანერები გააკრეს. პლაკატები მასობრივად იყო გაკრული თბილისის სხვადასხვა უბანში. ბანერებზე გამოსახულია პოლიტიკური პარტიის ლიდერები, მედია მენეჯერები და სამოქალაქო აქტივისტები."არა ნაცებს! არა ბოროტებას" - ამ სათაურის პლაკატები ფორ.გე-ს რედაქტორისა და მოძრაობა "დავასრულოთ" დამფუძნებლის გიორგი იაკობაშვილის ინიციატივით მისი მოძრაობის წევრებმა გააკრეს.

თამუნა ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში