კანონპროექტი დროშის დაზიანებაზე

26 ივლისი 2021, 11:53 1575 ნახვა

ევროკავშირის, ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის ოფიციალური სიმბოლოს, ასევე იმ სხვა საერთაშორისო ორგანიზაციის ოფიციალური სიმბოლოს შებღალვისთვის, რომლის წევრიც საქართველოა, ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა წესდება.

კანონპროექტს ბიუროს დღევანდელ სხდომაზე წარადგენენ. ამ მიმართულებით “ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსს“ სპეციალური მუხლი ემატება, რომლის თანახმად, აღნიშნული ქმედება გამოიწვევს ფიზიკური პირის 1000 ლარით დაჯარიმებას.

განმეორების შემთხვევაში ჯარიმა ორმაგდება ან  ითვალსწინებს  ფიზიკური პირის ადმინისტრაციულ პატიმრობას, 15 დღემდე ვადით.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში