“ნაციონალური მოძრაობის” კრიტიკა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს პოზიცია

21 ნოემბერი 2016, 00:00 2815 ნახვა

ციტრუსის სეზონი კვლავ ''ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრების კრიტიკის საგანია. ოპოზიცია ციტრუსის ფასსაც იწუნებს. ამბობენ, რომ სოფლის მეურნეობის სამინისტროს არჩევნებამდე სხვა დაპირება ჰქონდა. ამასთან მათი თქმით, ერთ ლარად გადაცემული მანდარინის მიმღები საწარმოების უმეტესობა დაკეტილია. ირაკლი ბარამიძეს  დღეს შპს ''აქტივების მართვის ქართულ-ინდუსტრიული ჯგუფის" პავილიონი  დაკეტილი დახვდა. ბარამიძე აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს რეაგირებისკენ მოუწოდებს. „ნაციონალური მოძრაობის“  წევრებს შპს ''აქტივების მართვის ქართულ-ინდუსტრიულ ჯგუფში" და აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროში უპასუხეს.

ამავე კატეგორიაში