ბათუმის ფიზიკა - მათემატიკის გაძლიერებული სწავლების სკოლაში მოსწავლეთა რეგისტრაცია გამოცხადდა

27 ივლისი 2021, 15:09 1246 ნახვა

ბათუმის განათლებისა და მეცნიერების ქალაქში, საგანმანათლებლო და შემეცნებითი სივრცეების მოწყობა დასრულდა.

პროექტი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ განხორციელდა. 

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, თანამედროვე დიზაინით მოწყობილი საგანმანათლებლო სივრცე უზრუნველყოფილია უახლესი ტექნოლოგიებით და ინფრასტრუქტურით.

საგანმანათლებლო პროცესს, რომელშიც დიდი აქცენტი ფიზიკა- მათემატიკის სწავლასა და ადგილობრივი და საერთაშორისო ოლიმპიადებისთვის მომზადებაზე გაკეთდება, ბათუმის N6 ფიზიკა-მათემატიკის სკოლა წარმართავს.

"სკოლა მოსწავლეებს დამატებითი საგანმანათლებლო მომსახურებების სახით შესთავაზებს, როგორც სპორტულ, ასევე, შემოქმედებით და ინტელექტუალურ მომსახურებებს, მათ შორის, იფუნქციონირებს კლუბები პროგრამირების და ვებ დიზაინის მიმართულებით.

სკოლის ინფრასტრუქტურა საშუალებას იძლევა ფართო სპექტრის სპორტული და შემოქმედებითი სერვისების განხორციელებისთვის. სკოლაში მოსწავლეები მიიღებიან მათემატიკაში გამოცდის წარმატებით ჩაბარების საფუძველზე. 2021- 2022 სასწავლო წლისთვის სკოლაში მიიღება მე-7 და მე-8 კლასის მოსწავლეები. მისაღები გამოცდების ონლაინ რეგისტრაცია დაიწყო 2021 წლის 26 ივლისიდან და გაგრძელდება 13 აგვისტოს ჩათვლით.

ონლაიან რეგისტრაციისთვის იხილეთ ბმული - shorturl.at/jvyU1.

მისაღებ გამოცდაში მონაწილეობის უფლება აქვს მოსწავლეს, რომელმაც 2020-2021 სასწავლო წელს დაძლია მე-6 ან მე-7 კლასი"-აცხადებენ განათლების სამინისტროში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში