ისრაელის პარლამენტმა საქართველოს წითელ ზონაში შეყვანის შესახებ კენჭისყრა გადადო

27 ივლისი 2021, 22:15 1961 ნახვა

ისრაელის პარლამენტის იურიდიულ და საკონსტიტუციო საკითხთა კომიტეტმა დიდი ბრიტანეთის, კვიპროსის, თურქეთისა და საქართველოს ე.წ. წითელ ზონაში შეყვანის შესახებ კენჭისყრა გადადო.

კომიტეტის თავმჯდომარე გილად კარივმა, ისრაელის ხელისუფლებას იზოლაციის წესების აღსრულებასთან დაკავშირებით, აგრეთვე, სპეციალური ნებართვის მისაღებად მოქმედი ზომების ეფექტიანობის შესახებ, დამატებითი განმარტების წარდგენა მოსთხოვა.

ამ ეტაპისთვის, ისრაელი ინფიცირების ყველაზე მაღალ რისკად შემდეგ ქვეყნებს განიხილავს - არგენტინა, ბელორუსი, ბრაზილია, ინდოეთი, ყირგიზეთი, მექსიკა, რუსეთი, ესპანეთი, სამხრეთ აფრიკა და უზბეკეთი.

ისრაელის მთავრობის გადაწყვეტილებით, 30 ივლისიდან საქართველო "ნარინჯისფრიდან" "წითელი ქვეყნების" სიაში უნდა გადასულიყო, რაც იმას ნიშნავს, რომ ისრაელის მოქალაქეებს საქართველოში გამგზავრება აეკრძალებოდათ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში