Agile Spirit 2021 - ქართულ-ამერიკული ერთობლივი წვრთნა

28 ივლისი 2021, 17:56 736 ნახვა

მტკიცე სული 2021-ის ფარგლებში ვაზიანის პოლიგონზე ქართულ-ამერიკული ერთობლივი წვრთნა გაიმართა. სწავლება 5 ლოკაციაზე მიმდინარეობს. სცენარის მიხედვით სათვალთვალო საგუშაგოზე თავდასხმა განხორციელდა, რა დროსაც ერთ-ერთი სამხედრო დაიჭრა. მისი სამედიცინო ევაკუაცია საველე სამედიცინო პუნქტში საქართველოს თავდაცვის ძალების შეიარაღებაში არსებული ქართული წარმოების ჯავშანტექნიკით „დიდგორი მედევაკით“ განხორცილდა, სადაც დაჭრილ სამხედროს პირველადი სამედიცინო დახმარება ჩაუტარდა. ერთობლივ სწავლებაში საქართველოს თავდაცვის ძალების III ქვეითი ბრიგადის ასეულის პირადი შემადგენლობა და IV მექანიზებული ბრიგადის სამედიცინო ასეული იყო ჩართული. აშშ-ის მხრიდან კი, ერთობლივ წვრთნებში ევროპასა და აფრიკაში აშშ-ის არმიის სარდლობის საკავალერიო პოლკის პირადი შემადგენლობა მონაწილეობდა. საერთაშორისო წვრთნები საქართველოში 6 აგვისტოს ჩათვლით გაგრძელდება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში