ანულირებული შეთანხმება და საერთაშორისო გამოხმაურებები

29 ივლისი 2021, 12:06 1135 ნახვა

მწვავეა საერთაშორისო პარტნიორების გამოხმაურება “ქართული ოცნების” გუშინდელ გადაწყვეტილებაზე. 

ამერიკელი სენატორები საქართველოს აფრთხილებენ მხოლოდ კრემლისთვის მომგებიან შედეგზე. 7 ამერიკელი პოლიტიკოსი იმედგაცრუებას გამოთქვამს. მათი თქმით, 19 აპრილის შეთანხმებას ყველა არჩეულმა პარტიამ ხელი არ მოაწერა ან კეთილსინდისიერად არ შეასრულა ის, რაც საფრთხის ქვეშ აყენებს საქართველოს სწრაფვას ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანებისკენ.  

ლიეტუვის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე კი უკვე საქართველოშია და მესამე სექტორის წარმომადგენლებს ხვდება.

ნატალი ჯახუტაშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში