ევროპარლამენტარების განცხადება

30 ივლისი 2021, 10:45 730 ნახვა

საქართველოში დემოკრატიის წინსვლის მარცხი მხოლოდ მათ მოუტანს სარგებელს, ვინც მის ევროატლანტიკური ინტეგრაციის კურსს ეწინააღმდეგება, - ამის შესახებ ევროპარლამენტარების მარინა კალიურანდის, სვენ მიკსერის და ვიოლა ფონ კრამონის ერთობლივ განცხადებაშია ნათქვამი, რომელიც „ქართული ოცნების“ შეთანხმებიდან გასვლას უკავშირდება.

ევროპარლამენტარები მოუწოდებენ „ქართულ ოცნებას“ გააუქმოს თავისი გადაწყვეტილება. ასევე განცხადებაში გაკრიტიკებულია ის პარტიები, რომლებმაც ხელი არ მოაწერეს ხელშეკრულებას. ისინი მზაობას გამოთქვამენ ევროპარლამენტმა გააგრძელოს მჭიდრო თანამშრომლობა საქართველოს პარლამენტთან დემოკრატიის მხარდაჭერით, მათ შორის ჟან მონეს დიალოგის გზით, იმ პირობით, თუ ქართველი კოლეგები გამოავლენენ მზადყოფნას კონსტრუქციულად ჩაერთონ  საქმიანობაში.

“ეს მნიშვნელოვანი შეთანხმება გზას უხსნის პოლიტიკური პოლარიზაციის მოგვარებას და საქართველოში კანონის უზენაესობის განმტკიცებას“ – აცხადებენ ევროპარლამენტარები.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში