ევროპარლამენტარის შეხვედრები

30 ივლისი 2021, 15:01 1385 ნახვა

საქართველოში ვიზიტად მყოფი ევროპარლამენტარი, ვიოლა ფონ კრამონი თბილისში შეხვედრებს განაგრძობს. ევროპარლამენტარი დილიდან ოპოზიციის წარმომადგენლებს შეხვდა.

ცოტა ხნის წინ დასრულდა შეხვედრა მესამე სექტორთან.

არასამთავრობო ორგაზანიციების წევრებმა კრამონს ინფორმაცია მიაწოდეს ქვეყანაში შექმნილი პოლიტიკური ვითარების შესახებ. მათი თქმით, ევროპარლამენტმა შესაძლოა ქყვეყანას სანქციები დაუწესოს. 

დღის ბოლოს ევროპარლამენტარი მედიისთვის განცხადების გაკეთებას გეგმავს.

ნატალი ჯახუტაშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში