ვაქცინაციის საბჭოს სხდომა და ეპიდემიოლოგების რეკომენდაციები

30 ივლისი 2021, 15:04 1058 ნახვა

ვაქცინაციის საბჭოს წევრებით განცხადებით, სასწავლო პროცესის დაწყებისთვის მასწავლებელთა 65 პროცენტი ვაქცინირებული უნდა იყოს.

დღესვე დაანონსდა მასობრივი ვაქცინაცია “ფაიზერის” ვაქცინითაც.  

კორონავირუსით ინფიცირების მაჩვენებელი ქვეყანაში ისევ ოთხნიშნაა, წინა დღეებისგან განსხვავებით კიდევ უფრო მაღალია გარდაცვლილთა რაოდენობა.

კოვიდ 19-ს, სამწუხაროდ, კიდევ 25 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ვირუსის ყოველდღური დადებითობის მაჩვენებელი კი 7 პროცენტია.

თამუნა ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში