ახალი მთავრობა შესაძლოა კვირის ბოლომდე დამტკიცდეს

22 ნოემბერი 2016, 00:00 3227 ნახვა

გიორგი კვირიკაშვილმა  სამთავრობო გუნდი უკვე წარადგინა, ახლა მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების პროცედურები პარლამენტში იწყება. საკითხზე მსჯელობა რამდენიმე წუთში ბიუროს სხდომაზე დაიწყება, რის შემდეგადაც მინისტრობის კანდიდატებს დარგობრივი კომიტეტების გაერთიანებულ სხდომებზე მოუსმენენ. ახალ სამთავრობო გუნდს საპარლამენტო უმრავლესობისა და უმცირესობის ფორმატშიც შეხვდებიან. მთავრობის ახალი შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადების პროცედურები შესაძლოა მიმდინარე კვირაში დასრულდეს და პარლამენტის რიგგარეშე პლენარული სხდომა შესაძლოა შაბათს ჩაინიშნოს. ახალ სამთავრობო გუნდს დასამტკიცებლად 76 დეპუტატის მხარდაჭერა სჭირდება.

ამავე კატეგორიაში