აჭარის ნაკრძალები იუნესკოს დაცვის ქვეშ

30 ივლისი 2021, 20:36 3403 ნახვა

კოლხურ ტყეებსა და ჭარბტენიან ტერიტორიებს მსოფლიო ბუნებრივი მემკვიდრეობის სტატუსი აქვთ,რომლებიც ასობით სხვადასხვა სახის მცენარესა და ცხოველს აერთიანებს, მათ შორის, გადაშენების პირას მყოფთ. შავი ზღვის სანაპიროს 80 კმ-იან ზოლზე მდებარე ბუნებრივი ღირსშესანიშნაობა 7 ნაწილისგან შედგება და მასში შედის, კოლხეთის ეროვნული პარკი, ქობულეთისა და კინტრიშის დაცული ტერიტორიები და მტირალას ეროვნული პარკი. ეს უკანასკენლი 2007 წელს დაარსდა და ის მთიანი აჭარის რეგიონის პარკი, უღრან ტყეებს მოიცავს. ვიზიტორებს კი სალაშქრო, საცხენოსნო, სამეცნიერო და ეკოტურებს სთავაზობს. მტირალა  ქვია მთას რომელზეც მისივე სახელობის პარკი მდებარეობს. ეს ადგილი ითვლება ყველაზე ტენიან ადგილად არა მხოლოდ საქართველოში, არამედ ევროპაშიც, ვინაიდან მისი ხშირი სტუმარია წვიმა და სქელი ნისლი. სწორედ ამ მიზეზით ეწოდა მთას სახელი – „მტირალა“.

სოფიკო შავაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში