საქსტატის კვლევა - ეკონომიკამ ეპიდემია დაძლია

30 ივლისი 2021, 20:48 1043 ნახვა

საქართველოს ეკონომიკა ივნისში 18.7%-ით გაიზარდა - ასეთია სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაცია.  ეკონომიკური ზრდის წინასწარი შეფასებით, ეს არის 2021 წლის ივნისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდა, ხოლო 2021 წლის პირველი ექვსი თვის საშუალო მაჩვენებელი 12.7%-ია. ეკონიმიკის მინისტრი ამბობს, რომ პანდემიის ფონზე ქვეყანას აბსოლუტური ზრდა აქვს, ფინანსთა მინისტრის განცხადებით კი წლის პირველი 6 თვის მონაცემი იძლევა იმის ვარაუდის საფუძველს, რომ მიმდინარე წელს საქართველოს ეკონომიკური ზრდა ორნიშნა იქნება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში