ზურაბ გამეზარდაშვილი გადადგა

22 ნოემბერი 2016, 00:00 3888 ნახვა

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე და სასაზღვრო პოლიციის უფროსი ზურაბ გამეზარდაშვილი თანამდებობას ტოვებს.  ამის შესახებ მიმართვა ზურაბ გამეზარდაშვილმა სოციალურ ქსელში გაავრცელა. "დაკავებულ თანამდებობაზე სამსახურის პერიოდში არ დამიზოგავს ძალ-ღონე და ენერგია სასაზღვრო უწყებაში მესაზღვრეთა სოციალური პირობებისა და სასაზღვრო ინფრასტრუქტურის გასაუმჯობესებლად. 2016 წლის 18 ნოემბერს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს მივმართე პატაკით პირადი სურვილით დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლების თაობაზე. მადლობას ვუხდი იმ გუნდს, ვისთანაც ერთად ამ პერიოდში მომიწია სამსახური საქართველოს სახელმწიფოებრივი ინტერესებისა და სასაზღვრო უსაფრთხოების განსამტკიცებლად” - აღნიშნულია მიმართვაში. 

ამავე კატეგორიაში