კიდევ ერთი საწარმო ბათუმში

22 ნოემბერი 2016, 00:00 3977 ნახვა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ და აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა რამაზ ბოლქვაძემ კომპანია “ხახუტას” ახალი საწარმო დაათვალიერეს. საწარმო „აწარმოე საქართველოში“ პროგრამის ფარგლებში წელს ამოქმედდა. კომპანიამ სახელმწიფოსგან 427 000 დოლარი მიიღო. კომპანია თუნუქის სახურავებსა და პროფილებს აწარმოებს. ამ ეტაპისთვის საწარმოში 80 მოქალაქეა დასაქმებული.  

ამავე კატეგორიაში