სწორი ნაბიჯების შედეგად ქვეყანაში ეკონომიკის სწრაფი აღდგენა მიმდინარეობს - პრემიერი

02 აგვისტო 2021, 11:28 948 ნახვა

ჩვენს მიერ გადადგმული სწორი ნაბიჯების შედეგად ქვეყანაში ეკონომიკის სწრაფი აღდგენა მიმდინარეობს, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა.

„პარასკევს ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი გამოქვეყნდა, რომელმაც 18,7% შეადგინა და ეს ადასტურებს, თუ რაოდენ მაღალი ტემპით მიმდინარეობს ეკონომიკური ზრდა ქვეყანაში და ეკონომიკის აღდგენა. ჩვენს მოსახლეობას შევახსენებ, რომ ჩვენს მიერ გადადგმული სწორი ნაბიჯების შედეგად ქვეყანაში ეკონომიკის სწრაფი აღდგენა მიმდინარეობს. აპრილში ჩვენ 45%-იანი ზრდა გვქონდა, მაისში 25%-იანი და ახლა უკვე ივნისში 18,7% დაფიქსირდა, რაც რა თქმა უნდა, არის ძალიან სასიხარულო ამბავი ჩვენთვის. შესაბამისად, 6 თვის მაჩვენებელმა შეადგინა 12,8%.

6 თვეში ჩვენ გვქონდა უპრეცედენტო ზრდა ეკონომიკის. მინდა ასევე აღვნიშნო, რომ ჩვენ ბიზნესს მაქსიმალურად შევუწყობთ ხელს“, - განაცხადა პრემიერმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში