სტატისტიკის დონეზე ვხედავთ, რომ კოვიდის მიუხედავად საქართველო კვლავაც რჩება ერთ-ერთ მიმზიდველ ტურისტულ ბაზრად - თურნავა 

02 აგვისტო 2021, 13:24 1097 ნახვა

ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, კოვიდის მიუხედავად საქართველო კვლავაც რჩება ერთ-ერთ მიმზიდველ ტურისტულ ბაზრად. სასტუმროები კი 70%-იანი დატვირთვით მუშაობს.

ნათია თურნავას თქმით, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ვებ-საიტზე მითითებული ინფორმაცია, რომელიც საქართველოში მოგზაურობას რეკომენდაციას არ უწევს, უპირველეს ყოვლისა, კოვიდშეზღუდვებს უკავშირდება.

''შეგრძნებების დონეზე და სტატისტიკის დონეზე ვხედავთ, რომ მიუხედავად კორონავირუსისა საქართველო კვლავაც რჩება ერთ-ერთ მიმზიდველ ტურისტულ ბაზრად. ძალიან ბევრი ტურისტია სხვადასხვა ქალაქში. ვხედავთ, რომ სასტუმროების დატვირთულობა არის საშუალოდ 70-80%. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ინდიკატორი. ერთ-ერთი ასეთივე ინდიკატორია ლარის სიმყარე, რომ ტურიზმი ცოცხლდება და ვითარდება.

რაც შეეხება სამოგზაურო შეზღუდვებს, თუ გადაამოწმებთ სახელმწიფო დეპარტამენტის ვებგვერდზე, ეს ეხება კოვიდ შეზღუდვებს, რაც კავშირშია მსოფლიოში არსებულ დინამიურ ვითარებასთან - ხან იზრდება და ხან მცირდება ეს საფრთხე.

გარდა ამისა, მათი გაფრთხილება მოგზაურობისთვის ტრადიციულად, ასევე უკავშირდება ოკუპირებულ ტერიტორიებსაც. რაც შეეხება ცალკეულ კრიმინალურ შემთხვევას, პირდაპირ გეტყვით, რომ საქართველო როგორც იყო სტუმართმოყვარე და მშვიდობიანი ქვეყანა, ისევ ისე რჩება. ასეც განგვიხილავენ ტურისტები.

ცალკეული აღებული სამწუხარო შემთხვევები არ გამოირიცხება არა თუ საქართველოში, არამედ ევროპის ყველა დედაქალაქში დროდადრო. მთავარი არის, რომ დროულად ხდება ამაზე რეაგირება და რა თქმა უნდა დაგმობილია ჩვენგან, იმიტომ, რომ არაფერმა უნდა მიაყენოს ჩრდილი ჩვენს იმიჯს და ასეც იქნება.

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში