უფუნქციო კულტურის სახლი - ოპოზიციის პერფორმანსი

02 აგვისტო 2021, 14:47 717 ნახვა

ახალშენის კულტურის სახლთან აქცია - პერფორმანსი გამართეს    ნაციონალური მოძრაობის წევრმა მიშა ბოლქვაძემ და ახალგაზრდებმა. მათ კულტურის სახლის შესასვლელ კართან სიმბოლურად ლენტი გაჭრეს და მათი თქმით, ამ ფორმით უფუნქციოდ დარჩენილი შენობის მდგომარეობა გააპროტესტეს.

მიშა ბოლქვაძის თქმით, შენობის კეთილმოწყობისთვის 2 მილიონი ლარი დაიხარჯა და მისი მიღება-ჩაბარება კორუფციული გარიგებით მოხდა.

რატომ არ ფუნქციონირებს ამ დრომდე ახალშენის კულტურის სახლი, ჩვენ დავუკავშირდებით ხელვაჩაურის მერიას, სადაც ჯერ კომენტარი არ გაკეთებულა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში