მომავალ კვირას არჩევნები, რომ ტარდებოდეს "ქართულ ოცნებას" 26% "ნაცმოძრაობას" კი 14% მისცემდა ხმას - IRI-ის კვლევა

02 აგვისტო 2021, 18:41 1671 ნახვა

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) ახალი კვლევის თანახმად, შემდეგ კვირას რომ არჩევნები იყოს, გამოკითხულთა 26% ხმას „ქართულ ოცნებას", 14% „ნაციონალურ მოძრაობას“, 9 % კი გიორგი გახარიას პარტიას „საქართველოსთვის“ მისცემდა ხმას.

შეკითხვაზე, შემდეგ კვირას ადგილობრივი არჩევნები, რომ ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? ხმები ასე გადანაწილდა:

  •  „ქართულ ოცნება დემოკრატიული საქართველო“ – 26%;
  • „ნაციონალური მოძრაობა“ – 14%;
  • „საქართველოსთვის“ – გიორგი გახარიას პარტიას 9%;
  • "შრომის პარტია - შალვა ნათელაშვილი" -3%;
  • "გირჩი, მეტი თავისუფლება -ზურაბ გირჩი ჯაფარიძე" - 2%;
  • "სტრატეგია აღმაშენებელი" - გიორგი ვაშაძე - 2%;
  • "ლელო" - 2%,
  • "პატრიოტთა ალიანსი" - 2%;
  • "მოქალაქეები" - 2%;
  • "ერი - ლევან ვასაძე" - 1%;
  • "ევროპული საქართველო - გიგა ბოკერია" - 1%;
  • "ხალხისთვის - ანა დოლიძე" - 1%;
  • "დროა" - ელენე ხოშტარია 1 %;
  • "გირჩი" - 1%;
  • სხვა პარტიები - 1%.
  • პასუხი "არ ვიცი" აირჩია - 20%-მა,
  • პასუხზე უარი განაცხადა - 7 %-მა.
  • არც ერთ პარტიას მისცემდა ხმას გამოკითხულთა 5%

კითხვაზე: გსურთ თუ არა იხილოთ ახალი პოლიტიკური პარტიები მომავალ არჩევნებში, თუ კმაყოფილი ხართ არჩევანის დღევანდელი შესაძლებლობით?

  • გამოკითხულთა 61%-მა განაცხადა, რომ არჩევნებში ახალი პოლიტიკური პარტიების ხილვა სურს;
  • 31% კმაყოფილია არჩევანის დღევანდელი შესაძლებლობით;
  • 8%-ს კი არ აქვს პასუხი შეკითხვაზე

მხარს უჭერთ თუ არა ოპოზიციის მოთხოვნას ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების შესახებ?

  • 29% აბსოლუტურად ეთანხმება;
  • 22% მეტ-ნაკლებად ეთანხმება;
  • 12% მეტ-ნაკლებად არ იზიარებს ამ მოთხოვნას;
  • 27% კატეგორიულად არ იზიარებს;
  • 10% არ აქვს პოზიცია ვადამდელ არჩევნებთან დაკავშირებით.

 

2021 წლის ოქტომბერში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობასა და ხმის მიცემას აპირებს 

  • გამოკითხულთა 75%;
  • გამოკითხულთა 14% ამბობს, რომ სავარაუდოდ ისარგებლებს საკუთარი კონსტიტუციური უფლებით.
  • 3% სავარაუდოდ არ წავა არჩევნებზე;
  • 6%-ს უკვე მიღებული აქვს გადაწყვეტილება, რომ არ მივა არჩევნებზე და ხმას არ მისცემს;
  • 2%-ს პასუხი არ აქვს ან არ იცის. 

უჭერთ თუ არა მხარს საქართველოში გადასინჯული საარჩევნო სისტემის მიღებას?

  • გამოკითხულთა 35%-მა უპასუხა, რომ უჭერს მხარს;
  • 41 % - ნაწილობრივ;
  • 11% - ნაწილობრივ წინააღმდეგია;
  •  2 % - ნადვილად წინააღმდეგია;
  • 12 %-მა კი არ იცის/ არ აქვს პასუხი კითხვაზე.

შეკითხვაზე, იქნება თუ არა მომავალი არჩევნები თავისუფალი და სამართლიანი?

  • 14% თვლის, რომ სრულად თავისუფალი და სამართლიანი იქნება.
  •  38% ამბობს, რომ შესაძლოა იყოს თავისუფალი და სამართლიანი.
  • 25% კი ფიქრობს, რომ შესაძლოა არ იყოს თავისუფალი და სამართლიანი. 
  • სრულად არა თავისუფალი და სამართლიანი - ამბობს გამოკითხულთა 13%.
  • არ იცის/ან პასუხი არ აქვს - 9%.

გამოკითხვები საქართველოს 10 რეგიონში ჩატარდა. კვლევის ფარგლებში სულ 1500 მოქალაქე გამოიკითხა და ის 15 ივნისიდან 30 ივნისის ჩათვლით მიმდინარეობდა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში