პრეზიდენტი ზურაბიშვილი მედიატორის როლში

02 აგვისტო 2021, 19:37 1048 ნახვა

შარლ მიშელის მედიატორობით შექმნილ დოკუმენტის ანულირების შემდეგ, „ქართული ოცნება“ განმარტავს,რომ ყველაფერი გააკეთეს ქვეყნის ინტერესები პირველ ადგილზე დაეყენებინათ. პოლიტიკური ოპონენტები კი დეპოლარიზაციაში დაადანაშაულეს. არჩევნებამდე 2 თვე რჩება, პრეზიდენტის რეზიდენციაში კი მმართველი გუნდისა და ოპოზიციური პარტიების შეხვედრები მიმდინარეობს. პირველი, ვისაც სალომე ზურაბიშვილი შეხვდა, ირაკლი კობახიძე იყო. საქართველოს პრეზიდენტი ესაუბრა "გირჩი"-ის "ლელო საქართველოსთვის" წარმომადგენლებს. ოპოზიციის სხვა ნაწილი კი შეხვედრის შესაძლებლობას, მხოლოდ 19 აპრილის შეთანხმების ანულირებაზე კრიტიკული შეფასების შემდეგ განიხილავს,თუმცა მმართველი პარტია მიშელის დოკუმენტზე დაბრუნებას არ აპირებს, პირიქით ამბობენ, რომ ქვეყანა კონსტიტუციურ ჩარჩოებშია, პოლარიზების საკითხი კი დოკუმენტმა ვერ მოაგვარა.

ნატალი ჯახუტაშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში