საკოორდინაციო საბჭო რეგულაციებს არ ამკაცრებს

03 აგვისტო 2021, 15:08 973 ნახვა

წელს კოვიდით გარდაცვლილთა 99.7% აუცრელი იყო განაცხადა ამირან გამყრელიძემ და ვაქცინაციის მნიშვნელობას კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, თუმცა ამის ფონზე, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამბობს, რომ გუშინ 3 000-მდე ადამიანი არ გამოცხადდა აცრაზე, ჯავშნების გაუქმების მიზეზებს კი აიტისამსახურები სწავლობენ. ეპიდემიოლოგები ამბობენ, რომ მკაცრი შეზღუდვების მომხრეები არიან და ამ რეკომენდაციით საბჭოს უკვე მიმართეს.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის განცხადებით, ქვეყანაში არც ქორწილი და არც დიდი შეკრებები რეგულაციებით დაშვებული არ არის და ეს ყველაფერი რეგულაციების დარღვევით ხდება. განმარტავს, რომ კოვიდის მიზნებისთვის გამოსაყენებელი საწოლფონდის მაქსიმუმი საქართველოში 8 000 საწოლია, რასაც ყოველდღე ემატება კოვიდსასტუმროები.

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ქვეყანაში ამ დროისთვის, 33 000 აქტიური შემთხვევაა, რაც მისი თქმით, ქმნის სერიოზულ გამოწვევას ჯანდაცვის სექტორისთვის.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში