ტელევიზიების და პარტიების უმეტესობას ქვეყნის მომავალზე დღის წესრიგი არ აქვთ, სურთ საზოგადოება დააზომბირონ ხელოვნურად შექმნილი კრიზისებით - პრემიერი

03 აგვისტო 2021, 15:10 1126 ნახვა

ეს არის მორიგი შეთქმულება და ბინძური პროვოკაცია - ასე გამოეხმაურა პრემიერ-მინისტრი სუს-ის მიერ უკანონო ჩანაწერების მომზადების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას.

„სუს-ი, პოლიცია, ყველა ახორციელებს კანონით დადგენილ მოსმენებს. ეს არის მორიგი შეთქმულება და ბინძური პროვოკაცია ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სახელმწიფო უწყების - სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიმართ. ზედმეტი და სერიოზული კომენტარი არ შეიძლება ამაზე გავაკეთოთ“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

პრემიერმა დღეს ქართული ტელევიზიების მუშაობაზე სამინისტროს 10 წლიანი გეგმის წარდგენისასაც ისაუბრა. მისი თქმით, სატელევიზიო არხების და პოლიტიკური პარტიების უმეტესობას, ქვეყნის მომავალთან დაკავშირებით, დღის წესრიგი არ გააჩნიათ. მათ საზოგადოების დაზომბირება სურთ.

''მოდით, ერთი წამით დავფიქრდეთ, რას ხედავს აფხაზი ან ოსი ახალგაზრდა, როცა გადართავს და ქართულ სატელევიზიო არხებს, გადაცემებს უყურებს; ისინი ყოველდღიურ რეჟიმში უსმენენ ძალადობის რიტორიკას, ღვარძლს, შუღლს, პირდაპირ უნდა ითქვას, ბოროტებას და შუღლის გაღვივებას ჩვენს შიგნით.

არავითარი დღის წესრიგი არ არსებობს, ვგულისხმობ სატელევიზიო არხების და პოლიტიკური პარტიების უმეტესობას, ქვეყნის მომავალთან დაკავშირებით. მათ სურთ, მთელი საზოგადოება, ამ სიტყვას ვიტყვი – დააზომბირონ ყოველდღიურად ხელოვნურად შექმნილი კრიზისებით, საბოტაჟით, შანტაჟით და შეთქმულებების დადგმით საკუთარი ხალხის და საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში