სახალხო დამცველის განცხადება

03 აგვისტო 2021, 17:53 1085 ნახვა

საქართველოს სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინასაარჩევნო პერიოდში პოლიტიკურ პარტიებს, აგიტაციის გზით, აცრების მხარდამჭერი კამპანიის წარმოებაც შეუძლიათ. იგი მიმართავს პოლიტიკოსებს, პროცესში თავიანთი აქტივისტები და ოფისებიც ჩართონ. ომბუდსმენის მიმართვის ობიექტები არიან როგორც მმართველი პარტია, ისე ოპოზიციური პარტიები. მისი აზრით, ამის პარალელურად საჭიროა სწორი რეგულაციები და სამედიცინო პერსონალის, პედაგოგებისა და სერვისების მიწოდებაში ჩართული მოქალაქეების აცრა. ნინო ლომჯარიას თქმით, ყველა სახელმწიფო თუ არასაჯარო დაწესებულების ხელმძღვანელობამ უნდა წაახალისონ თავიანთი დასაქმებული პირების აცრა ან დაეხმარონ მათ რეგისტრაციაში.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში