რეკორდული ინფლაცია ივლისში

03 აგვისტო 2021, 19:49 1590 ნახვა

საქართველოში ინფლაცია ბოლო 10 წლის მაქსიმუმზეა და 11.9%-ს შეადგენს. ასეთი მაღალი ინფლაცია ქვეყანაში ბოლოს 2011 წლის მაისში იყო. წლიურ ჭრილში ფასები მკვეთრად არის გაზრდილი ყველა ძირითად სამომხმარებლო ჯგუფზე, მათ შორის სურსათზე 14.1%-ით; ტრანსპორტზე 22.5%-ით; ჯანდაცვაზე კი 11.4%-ით. საერთაშორისო სავალუტო ფონდის შეფასებით, საქართველოში მომატებული ინფლაცია 2021 წლის ბოლომდე შენარჩუნდება. კერძოდ, ორგანიზაცია დეკემბრისთვის 9.4%-იან ინფლაციას პროგნოზირებს. ამასთან, IMF-ის შეფასებით, 2022 წელს საქართველოში ინფლაცია 2.8%-მდე უნდა შემცირდეს. კონკრეტულად ბათუმის მაგალითით თუ ვიმსჯელებთ, შარშანდელ ივლისთან შედარებით წელს ამ პერიოდში ზღვისპირა ქალაქში ყველაზე მეტად სამომხმარებულო ტრანსპორტშია მომატებული, მას მოსდევს, სურსათი და უალკოჰოლო სასმელები, შემდეგ კი მოდის წყალი ელეენერგია და სათბობის სხვა საშუალებები და ასევე, ავეჯი და სხვა საოჯახო ნივთები, ასევე ჯანმრთელობის დაცვა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში