აუცილებლობის გარდა არ გადაადგილდეთ  ჩრდილოეთ ატიკის რეგიონში - საელჩო საბერძნეთში ხანძრის გამო საქართველოს მოქალაქეებს მიმართავს

04 აგვისტო 2021, 11:12 1232 ნახვა

საქართველოს საელჩო საბერძნეთში საქართველოს მოქალაქეებს ქვეყანაში არსებულ ხანძრებთან დაკავშირებით აფრთხილებს.

საელჩო მოქალაქეებს მოუწოდებს, აუცილებლობის გარდა არ გადაადგილდნენ ჩრდილოეთ ატიკის რეგიონში და დაემორჩილონ მითითებებს.

"ძვირფასო თანამემამულეებო! ამჟამად ჩრდილოეთ ატიკაში მიმდინარე ხანძრის გამო, მოგიწოდებთ დაემორჩილოთ საბერძნეთის შესაბამისი უწყებების მიერ გავრცელებულ მითითებებს: აუცილებლობის გარდა ნუ გადაადგილდებით ჩრდილოეთ ატიკის რეგიონში. ამასთან, რეკომენდებულია, დახუროთ კარები და ფანჯრები.

შეგახსენებთ, რომ უწყვეტ რეჟიმში მოქმედებს საელჩოს ცხელი ხაზი 6995779793.

საბერძნეთის სახელმწიფო გთავაზობთ შემდეგ მომსახურებას: ატიკას მაცხოვრებლებო, თუ ხანძრის გამო სახლში ვერ მიდიხართ, დარეკეთ 1135-ზე. მოგაწვდით ინფორმაციას თუ რომელ სასტუმროში განთავსდეთ. სახელმწიფო სრულიად დაფარავს ხარჯებს.

აქვე მიგითითებთ შემდეგ ტელეფონის ნომრებს: საბერძნეთის პოლიცია - 100, სახანძრო სამსახური - 199, სასწრაფო დახმარება - 166," - ნათქვამია საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში