ქართულ-უკრაინული ერთობლივი სწავლება

04 აგვისტო 2021, 10:50 675 ნახვა

ქართულ-უკრაინული საველე სწავლება მტკიცე სული 2021-ის ფარგლებში ქართულ-უკრაინული ერთობლივი საველე სწავლება გაიმართა. ასეულის დონის სამხედრო წვრთნები ახალციხეში, ორფოლოს პოლიგონზე ჩატარდა.

სწავლებაში საინჟინრო, საარტილერიო, სატანკო და შეჯავშნული ქვეითთა საბრძოლო მანქანების კომპონენტები იყო ჩართული, მათ შორის  „დელტას“ მიერ წარმოებული ქართული ჯავშანტექნიკა - „დიდგორი მეომარი“ და „დიდგორი მედევაკი“.

ერთობლივი წვრთნების მიზანი, ქვედანაყოფებს შორის ტაქტიკურ დონეზე ურთიერთთავსებადობის ამაღლება, მრავალეროვნულ გარემოში ოპერაციების დაგეგმვისა და აღსრულების დროს ოპერატიული შესაძლებლობების დახვეწა და გაძლიერება იყო. 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში