სალომე ზურაბიშვილი: არ ვეთანხმები მმართველ პარტიას, რომ პოლარიზაცია არ შემცირებულა

04 აგვისტო 2021, 11:52 1034 ნახვა

ქვეყნის პრეზიდენტი აცხადებს, რომ მას „ქართული ოცნებისგან“ განსხვავებული პოზიცია აქვს. მმართველი პარტიის მხრიდან „შარლ მიშელის დოკუმენტის“ ანულირება შეაფასა სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლეში გამართულ ბრიფინგზე.

პრეზიდენტმა ღიად განაცხადა, რომ არ ეთანხმება „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს. კრიტიკულად აფასებს „შარლ მიშელის შეთანხმებიდან“ გასვლას და პირობის დარღვევას. პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა პროცესში ევროკავშირის მონაწილეობის მნიშვნელობა. როგორც აღნიშნავს, ვერ აიღებს პასუხისმგებლობას დოკუმენტის ანულირებაზე.

სალომე ზურაბიშვილს მიაჩნია, რომ დოკუმენტი წარმოადგენს იმ გზას, რომელიც საქართველომ აუცილებლად უნდა გაიაროს. პრეზიდენტი ყურადღებას ამახვილებს ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებთან შეხვედრებზე და აღნიშნავს „მათი პასუხისმგებლობით აღსავსე დამოკიდებულების შესახებ“, რომლებიც ამ შეთანხმების საფუძველზე შევიდნენ პარლამენტში.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში