ჯანმო: დაინფიცირების შემთხვევები იზრდება

04 აგვისტო 2021, 11:52 826 ნახვა

მსოფლიოში გასულ კვირას კოვიდ 19-ით ინფიცირების 4 მილიონზე მეტი ახალი შემთხვევა გამოვლინდა, კორონავირუსს 64 000-მდე ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმაციით, დაინფიცირების შემთხვევების ყოველკვირეული რაოდენობა ბოლო 1 თვეზე მეტია იზრდება.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმაციით, დაინფიცირების ახალი შემთხვევებიდან ყველაზე მეტი - 543 420 შემთხვევა აშშ-ში გამოვლინდა, რაც წინა კვირაში დაფიქსირებულ შემთხვევებზე 9%-ით მეტია. შემდეგ მოდის ინდოეთი 283 923 ახალი შემთხვევით, რაც წინა კვირაში გამოვლენილ შემთხვევებს 7 %-ით აჭარბებს, მესამე ადგილზეა ინდონეზია, 273 891 ახალი შემთხვევით, რაც იმას ნიშნავს, რომ ქვეყანაში დაინფიცირების მაჩვენებელი წინა კვირასთან შედარებით 5 %-ითაა შემცირებული, ამ ქვეყნებს ბრაზილია და ირანი მოჰყვება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში