140 ათას მსესხებელს განაკვეთი ისევ ეზრდება

04 აგვისტო 2021, 19:42 2880 ნახვა

ასობით მოქალაქეს ლარში აღებული სესხი გაუძვირდა. - ასეთია საქართველოს ეროვნული ბანკის გადაწყვეტილება, რომ რეფინანსირების განაკვეთზე მიბმულ სესხებზე საპროცენტო განაკვეთი გაიზარდოს. ნაბიჯს კი ფასების სტაბილურობის უზრუნველსაყოფად აუცილებელი უწოდეს. ეროვნულ ბანკში განმარტავენ, რომ  ამგვარი პოლიტიკით და ერთჯერადი ეგზოგენური ფაქტორების მოსალოდნელი მილევის ფონზე, არსებული პროგნოზით, 2022 წელს ინფლაცია შემცირებას დაიწყებს და მის საშუალოვადიან მიზნობრივ მაჩვენებელს ეტაპობრივად დაუახლოვდება,თუმცა მანამდე ქვეყანაში არსებული სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გათვალისწინებით ადამიანებს მძიმე ტვირთად დააწვებათ.

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში