პრეზიდენტი მოსამართლის ფიცის დადებას არ დაესწრება

05 აგვისტო 2021, 11:46 1048 ნახვა

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში ახლად გამწესებული გიორგი თევდორაშვილის ფიცის ცერემონია უნდა გაიმართოს, ღონისძიებას საქართველოს პრეზიდენტი უნდა დასწრებოდა, თუმცა საკონსტიტუციო სასამართლოს ინფორმაციით, სალომე ზურაბიშვილი ღონისძიებაში მონაწილეობას არ მიიღებს.

უკავშირდება თუ არა ეს გადაწყვეტილება ,,ქართულ ოცნებასთან'' შესაძლო დაპირისპირებას - პრეზიდენტის ადმინისტრაციაში განმარტებები არ კეთდება.

ფიცის დადების ცერემონიალი 16 საათზეა ჩანიშნული. 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში