კორონავირუსის გავრცელების პიკი - რატომ არ წესდება შეზღუდვები?

05 აგვისტო 2021, 15:06 1076 ნახვა

არსებული რთული ეპიდვითარების მიუხედავად ქვეყანაში რეგულაციები ისევ არ მკაცრდება. ირკვევა, რომ საქართველოში მობილიზებული 6 800 საწოლიდან 6 200 უკვე დაკავებულია, აჭარაში კი კოვიდინფიცირებული მოზარდების მისაღებად თავისუფალი ადგილები აღარ არის. ანონსდება კოვიდ სასტუმროების სწრაფი მობილიზება.

ეპიდემიოლოგები პიკის ფაზაზე საუბრობენ, რეგულაციების დაბრუნებას ითხოვენ, თუმცა შეზღუდვები მაინც არ წესდება.

მორიგი საკოორდინაციო საბჭოს სხდომა სამშაბათს დაიგეგმა. 

ნატალი ჯახუტაშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში