რუსეთის საგარეო უწყების განცხადება

06 აგვისტო 2021, 11:07 857 ნახვა

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ, ალექსანდრ ბიკანტოვმა დღეს, გამართულ ბრიფინგზე თქვა, რომ რუსეთი მზად არის, თბილისთან აღადგინოს ურთიერთობები იმ დონეზე, რამდენადაც ამისთვის მზად არის ქართული მხარე.

"რუსეთი არასდროს სვამდა ტოლობის ნიშანს მიხეილ სააკაშვილის დანაშაულებრივ რეჟიმსა და ქართველ ერს შორის. ჩვენ მზად ვართ, აღვადგინოთ ურთიერთობები ჩვენს სახელმწიფოებს შორის იმ დონემდე, რა დონეზეც ამისთვის მზად არის ქართული მხარე. ვიმედოვნებთ, რომ თბილისში საღი აზრი გაიმარჯვებს და ჩვენი ქართველი პარტნიორები დაიწყებენ ურთიერთობების დამყარებას მეზობლებთან, ინტერესთა ბალანსის დაცვით". - თქვა ბიკანტოვმა.

ბრიფინგზე რუსეთის საგარეო უწყების წარმომადგენელმა 2008 წლის ომზეც ილაპარაკა და კიდევ ერთხელ დაადანაშაულა საქართველო შეიარაღებული თავდასხმის დაწყებაში.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში