ვაქცინაციის პროცესი

06 აგვისტო 2021, 11:47 797 ნახვა

საყოველთაო ვაქცინაციის პროცესი მიმდინარეობს  ბობოყვათის, ოჩხამურისა და ხუცუბნის ამბულატორიებში. სამივე სოფლის დაწესებულებაში  საშუალოდ 390-პირია ,,სინოფარმის'' ვაქცინით  აცრილი. მედპერსონალი ამბობს, რომ ამ ეტაპზე ადგილობრივების მიმართვიანობა დაბალია. მათი ინფორმაციით, ოჯახის ყველა ექიმი საყოველთაო იმუნიზაციის პროცესში ჩასართავად წინასწარ გადამზადდა, მათ  საჭიროების შემთხვევაში, ადგილზე პირველადი გადაუდებელი დახმარების და  შოკური მდგომარეობის მართვა შეუძლიათ. 

,,ფაიზერით'' უკვე სამასამდე მოქალაქე აიცრა ხულოში. პარალელურად მიმდინარეობს ,,სინოფარმით'' აცრა. მოქალაქეთა აქტიურობა ყოველდღიურად მატულობს. აქ მოქალაქეებს რეგისტრაციის გარეშეც შეუძლიათ ვაქცინაცია. შეგახსენებთ, რომ მუნიციპალიტეტებში თითო ამცრელი პუნქტებია. 

ლევან ურიდია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში