გამოფენა ქობულეთის მუზეუმში

06 აგვისტო 2021, 14:25 2320 ნახვა

შერეული ტექნიკით შექმნილი 50-მდე ფერწერული ტილო გამოიფინა ქობულეთის მუზეუმის საგამოფენო დარბაზში. 

ნამუშევრები საბერძნეთში მოღვაწე ქართველ ემიგრანტს ინგა ღლონტს ეკუთვნის.  ეს თვითნასწავლი ხელოვანის  პირველი პერსონალური გამოფენაა საქართველოში. ის ნამუშევრებს  აკრილით და ყავის ფხვნილით ქმნის.

ხელოვანმა  რამდენიმე ნახატი ქობულეთის მუზეუმს საჩუქრად გადასცა. გამოფენა - გაყიდვა 10 დღის განმავლობაში გაგრძელდება.

ლევან ურიდია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში