2022 წლის იანვრიდან საჯარო მოხელეების ხელფასი ეტაპობრივად გაიზრდება - პრემიერი 

09 აგვისტო 2021, 11:30 4091 ნახვა

საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებით, 2022 წლის იანვრიდან საჯარო მოხელეებს ხელფასი გაეზრდებათ. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, იგეგმება ქალაქის მერების ანაზღაურების გაორმაგებაც.

„ვუახლოვდებით არჩევნებს. მერების ხელფასები შეადგენს დაახლოებით 1 800 – 2 000 ლარს.  აბსოლუტურად ამოვარდნილია და შეუსაბამობაშია დღევანდელ რეალობასთან. წლების განმავლობაში საჯარო მოხელეების ხელფასები არ გაზრდილა, თუ არ ჩავთვლით რამდენიმე ლოკალურ გადაწყვეტილებებს სამინისტროების დონეზე. ერთიანი ხედვა მთავრობას არ წარმოუდგენია.

ბატონი ლაშა გამოვიდა რამდენიმე დღის წინ პრეზენტაციაზე  და განაცხადა, რომ 2022 წლის იანვრიდან ეტაპობრივად დავიწყებთ საჯარო მოსამსახურეების ხელფასების ზრდა. ეს არის აუცილებელი, ვინაიდან სახელმწიფო სამსახურში დასაქმებული ადამიანები მართლაც ვეღარ ხედავენ მოტივაციას, ვერ ვუძლებთ კონკურენციას კერძო სექტორთან, ამიტომ აუცილებელია აღნიშნული საკითხის გადაწყვეტა. ჩვენ ამას აუცილებლად გავაკეთებთ 2022 წლის იანვრიდან, ისევე, როგორც გავზრდით მერების ხელფასებს. გადაწყვეტილი გვაქვს, პრაქტიკულად გავაორმაგოთ.

წარმოუდგენელია მერმა იმუშაოს 2 000 ლარად და ემსახუროს მაგალითად ქუთაისს, ბათუმს. ეს საკითხი საჭიროებს დროულად გადაწყვეტას, რომელსაც ჩვენ მოვაგვარებთ“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში