ეპიდემიის პასუხად პრეზიდენტი განრიგს ცვლის

09 აგვისტო 2021, 20:00 699 ნახვა

გაუარესებული ეპიდემიოლოგიური ვითარების გამო, საქართველოს პრეზიდენტი მასშტაბურ ღონისძიებებში მონაწილეობას არ მიიღებს და აუქმებს საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში დაგეგმილ ყველა მასშტაბურ შეხვედრას.

ასევე, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ქართველი ოლიმპიელების მიღება აღარ გაიმართება.პრეზიდენტი მოუწოდებს ყველას - გაუფრთხილდნენ ერთმანეთს, დაიცვან კოვიდრეგულაციები, ეპიდემიოლოგთა რეკომენდაციები და ჩაიტარონ ვაქცინაცია.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში