საკოორდინაციო საბჭო და ახალი ეპიდ-შეზღუდვები

09 აგვისტო 2021, 20:07 1279 ნახვა

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით,რადგან პანდემია ისევ მძვინვარებს და მოსახლეობის ნაწილი რეკომენდაციებს არ ითვალისწინებს - აუცილებელი  კოვიდ-შეზღუდვების ნაწილი უკან ბრუნდება, მაგალითად ღია სივრცეში 5 ადამიანზე მეტი პირბადის გარეშე ვერ შეიკრიბება - დაუშვებელი ხდება ქორწილების, ქელეხების და იუბილეებს ტრადიციული მასშტაბური გამართვა.

კონკრეტულად აჭარაში სავარაუდოდ დაემატება კოვიდ-სასტუმროები, ოპერატიული შტავის სხდომაზე ისიც განაცხადეს, რომ რეგულაციების დამრღვევი ობიექტები შეიძლება დაილუქოს.

ეს ყველაფერი იმ ფონზე როცა ქვეყანაში დღეს 44 ადამიანი გარდაიცვალა და 2236 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, თუმცა იზრდება ვაქცინაციის ტემპი და მალე 4 დიდი ქალაქში უნივერსიტეტებთან ამცრელი ცენტრებიც მოეწყობა.

ქეთევან კაცაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში