ქობულეთის საკრებულოს სხდომა

10 აგვისტო 2021, 14:31 844 ნახვა

საარჩევნო სააგიტაციო მასალის განთავსების რეგულირების წესის შემოღებაზე იმსჯელეს ქობულეთის საკრებულოს სხდომაზე. არჩევნების დანიშვნიდან არაუგვიანეს 10-დღისა, საკრებულო ვალდებულია გამოაქვეყნოს ინფორმაცია სააგიტაციო მასალის გამოსაკრავად და გამოსაფენად გამოყოფილი ადგილების, ან და დადგმული სტენდების თაობაზე.

წინასაარჩევნო კამპანიის დაწყებიდან  5-დღის ვადაში შეადგინონ იმ შენობა-ნაგებობების ნუსხა, რომლითაც შესაძლებელია ჩატარდეს, წინასაარჩევნო კამპანია-აგიტაცია და გადასცენ საოლქო საარჩევნო კომისიას. სააგიტაციო მასალის განთავსებისთვის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე 67-ადგილი შეირჩა. საკითხს ყველა დეპუტატის მხარდაჭერა ჰქონდა.

სხდომის დაწყებამდე, დეპუტატებმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპულ ქართველ ჯარისკაცებს.

ლევან ურიდია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში