ანსამბლ „გორდას“ დასკვნითი საღამო

11 აგვისტო 2021, 10:56 1502 ნახვა
00:00
00:00

სოფელ მერისში  ანსამბლ „გორდას“ დასკვნითი ღონისძიება გაიმართა. ეს წელს ფოლკლორული ჯგუფის პირველი ღონისძიება იყო, თუმცა ეპიდვითარების გამო  სხვა  დაგეგმილი საღამოები გააუქმა.

ღია ცის ქვეშ გამართულ ფოლკლორულ საღამოზე გუნდმა სხვადასხვა კუთხის  ქართული ტრადიციული სიმღერები შეასრულეს.

საღამოები აჭარის მუნიციპალიტეტებში საქართველოს  კულტურის  სპორტისა და ახალგაზრდული  სამინისტროს მხარდაჭერით გაიმართა.

ლანა ჯაფარიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში