ბრიფინგი „ქართულ ოცნებაში“

11 აგვისტო 2021, 12:00 851 ნახვა

შალვა პაპუაშვილი გამოეხმაურა ყოფილი თანაგუნდელის, ექსპრემიერ გიორგი გახარიას განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ "ქართულ ოცნებას" ლეგიტიმურობის პრობლემა თვითმმართველობის არჩევნებში 50%-ის მიღების შემთხვევაშიც კი შეექმნება.

"ქართული ოცნების" საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივანი ამბობს, რომ გახარიას პარტიას ჰქონდა ის ფუნქცია, რომ დაეზიანებინა “ქართული ოცნება“, რაც პრაქტიკულად ვერ ხორციელდება.

მისივე თქმით, პარტიის ანალიზით, გიორგი გახარიას პარტიის გამო „ქართულ ოცნებას“ სრული პროცენტებიდან 3-4% დროებით დააკლდა.

"ჩვენ ვიმუშავებთ ამაზე, რომ ჩვენი ამომრჩევლები დავიბრუნოთ უკან. ეს იმედგაცრუება ამ პარტიას ერთის მხრივ გააჩნია იქიდან, რომ აღარ არსებობს მიშელის შეთანხმება, არის ანულირებული და ის ფუნქცია, რომელიც ამ პარტიას ჰქონდა, რომ რამენაირად დაეზიანებინა და ჩამოეწია "ქართული ოცნების" მოწონება 43%-ს შინაარსი აღარ აქვს. მეორე მხრივ ისინი ხედავენ, რომ მცდელობა, რასთან დაკავშირებითაც ბიძინა ივანიშვილსაც მოუწია განცხადების გაკეთება, რომ ეს პარტია ცდილობდა "ქართული ოცნების" ხმებზე პარაზიტობას და ნახეს, რომ ამან დიდად ვერ დააზიანა, ეს არის იმედგაცრუების გამოძახილი," - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში