ახალი მთავრობა შესაძლოა შაბათს დამტკიცდეს

24 ნოემბერი 2016, 00:00 3037 ნახვა

ხვალ, მინისტრობის კანდიდატები საპარლამენტო უმრავლესობის, უმცირესობისა და ფრაქცია ,,პატრიოტთა ალიანსის” წინაშე წარსდგებიან და სამთავრობო პროგრამას წარადგენენ. აღნიშნული პროცედურების დასრულების შემდეგ მთავრობისათვის ნდობის გამოცხადების საკითხზე კანონმდებლები რიგგარეშე სხდომაზე იმსჯელებენ, რომელიც  პრეზიდენტმა უნდა მოიწვიოს. საკანონმდებლო ორგანო პრეზიდენტის ადმინისტრაციას შესაბამის დოკუმენტაციას ხვალ გადაუგზავნის. მინისტრთა განახლებულ კაბინეტს ნდობის მოსაპოვებლად 76 დეპუტატის მხარდაჭერა სჭირდება.

ამავე კატეგორიაში