NDI-ის გამოკითხვა პოლიტიკურ პარტიებზე

12 აგვისტო 2021, 14:37 1099 ნახვა

„ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის“ კვლევის შედეგების თანახმად, მოსახლეობის უმრავლესობამ არ იცის ან არ ასახელებს იმ პარტიას, რომელიც მის შეხედულებებთან ყველაზე ახლოს დგას.  მოსახლეობის მხოლოდ 30%-მა დაასახელა კონკრეტული პარტია.

კითხვაზე, რომელი პარტია დგას თქვენს შეხედულებებთან ყველაზე ახლოს, გამოკითხულთა 51%-მა არცერთი პარტია არ დაასახელა. გამოკითხულთა 18%-მა „ქართული ოცნება“ დაასახელა, ხოლო „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ 6%-მა. ამდენივემ კი სხვა პარტიები.

ამავე კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 10%-ს არ გადაუწყვეტია, ხოლო 9%-მ კითხვაზე პასუხი არ გასცა. კვლევის მიხედვით, მოსახლეობის 61 % მიიღებს არჩევნებში მონაწილეობას.  მათაც დაუსვეს იგივე კითხვა,  რომელი პარტია დგას მათ შეხედულებებთან ყველაზე ახლოს, 24% „ქართულ ოცნებას“ ასახელებს, „ნაციონალურ მოძრაობას-7%, სხვა პარტიებს-7%, 45%- არცერთ პარტიას არ ასახელებს, ხოლო 9%-მა არ იცის.

„ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტისა  და „კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრი „ ერთობლივი კვლევა   საქართველოს მასშტაბით  13-25 ივლისის პერიოდში სატელეფონო ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე ჩატარდა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში