საარჩევნო კომისიის წევრის ბრალდება „ქართულ ოცნებას“

13 აგვისტო 2021, 11:53 1211 ნახვა

ბათუმის საოლქო საარჩევნო კომისიის ოპოზიციონერი წევრი  ,,ქართულ ოცნებას“ არჩევნების გაყალბების მცდელობაში  ადანაშაულებს.

ბათუმის საოლქო საარჩევნო კომისიის წარმომადგენელი კახაბერ ჯაიანი  ამტკიცებს, რომ 9 აგვისტოს გამოცხადებული კონკურსი, რომელიც გუშინ 18 საათზე უნდა დასრულებულიყო, წესების დარღვევით დასრულდა. სარეგისტრაციო ჟურნალი  4 საათის დაგვიანებით დაიხურა. მისივე მტკიცებით, გაჭიანურების მიზეზი ''ქართული ოცნების'' ინტერესებში შედიოდა, რადგან ვერ შეავსეს საჭირო კვოტები  უბნების დასაკომპლექტებად.

ბათუმის 79-ე საარჩევნო ოლქის თავმჯდომარე სარეგისტრაციო ჟურნალის დაგვიანებით დახურვას ელექტრონულ ფოსტაზე დროის ამოწურვამდე შესულ ბევრ განაცხადსა და მეილის გადატვირთვას უკავშირებს.

ბექა რომანაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში