გიგი გიგიაძე დანიაში საქართველოს ელჩად დაინიშნა

24 ნოემბერი 2016, 00:00 3242 ნახვა

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გიგი გიგიაძე დანიის სამეფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად დაინიშნა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, გიორგი მარგველაშვილმა გიგი გიგიაძე დანიის სამეფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობაზე ,,დიპლომატიური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე დანიშნა. გიგი გიგიაძე 2000 წლიდან მუშაობს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში. 2010 წელს მინიჭებული აქვს საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანის დიპლომატიური რანგი.

ამავე კატეგორიაში