"ევროპულმა საქართველომ" რეგიონებში მერობის კანდიდატები წარადგინა

16 აგვისტო 2021, 17:39 731 ნახვა

მერობის კანდიდატები დაასახელა პარტია "ევროპულმა საქართველომ".

გიგა ბოკერიას განცხადებით, ოპოზიციურმა პარტიებმა სხვადასხვა ოლქსა და მუნიციპალიტეტში, სხვადასხვა შემადგენლობით შეძლეს გონივრული კომპრომისის პოვნა.  მან  დაასახელა მუნიციპალიტეტები, სადაც საერთო ოპოზიციური კანდიდატები წარდგებიან.

მათ შორის, როგორც გიგა ბოკერიამ განმარტა, 12 მუნიციპალიტეტში "ევროპულ საქართველოს" საკუთარი კანდიდატი ეყოლება, ხოლო 2 მუნიციპალიტეტში: ხონსა და თერჯოლაში პარტიას ეყოლება კანდიდატი, რომელსაც სხვა პარტიები კონკურენტებს არ დაუყენებენ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში