ქედაში საცხოვრებელი სახლი დაიწვა

17 აგვისტო 2021, 17:19 3111 ნახვა

ქედაში, სოფელ ჭალახმელაში საცხოვრებელი სახლი დაიწვა. ხანძრის დროს სახლში ოჯახის წევრები არ იმყოფებოდნენ. 

სოფლის რწმუნებულის განცხადებით, ექვს წევრიან ოჯახს დროებით ქირით გაიყვანენ, შემდეგ კი საკითხზე მერიაში არსებული კომისია იმსჯელებს. 

ცეცხლმა ხის სახლი სრულად გაანადგურა. დამწვარია საყოფაცხოვრებო ტექნიკა და ინვენტარი. 

სოფელ ჭალახმელაში სახანძრო-სამაშველო ბრიგადა იმყოფებოდა. ხანძრის გამომწვევი მიზეზი უცნობია. მიმდინარეობს გამოძიება. 

 

 

ფოტო: ომარ ღოღაძე

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში