იმ დროს, როდესაც გიორგი ანწუხელიძე თავს სწირავდა ქვეყანას, მასხარა კაცი სააკაშვილი გარბოდა ბრძოლის ველიდან - პრემიერი 

18 აგვისტო 2021, 12:38 1405 ნახვა

საქართველოს პრემიერ მინისტრის განცხადებით, გიორგი ანწუხელიძემ თავდადებისა და თავგანწირვის, ვაჟკაცობის, ქართული გაუტეხელი სულის არნახული მაგალითი დატოვა. 

ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, მაშინ როცა მიხეილ სააკაშვილი ბრძოლის ველიდან გარბოდა, ანწუხელიძის მსგავსი გმირები თავდაუზოგავად იბრძოდნენ. 

''მინდა, დღევანდელი გამოსვლა დავიწყო ჩვენი ეროვნული გმირისა და ჩვენი სიამაყის, გიორგი ანწუხელიძის დაბადების დღის მილოცვით. სწორედ გიორგი ანწუხელიძის ქვეყანა არის საქართველო და არა ლაჩრების და მოღალატეების, რომლებმაც ლაჩრულად მიატოვეს ჩვენი ჯარისკაცები, ჩვენი ქვეყანა და ჩვენი ხალხი აგვისტოს ომში, ლაჩარმა სააკაშვილმა. კაცი, რომელიც იყო ე.წ. პრეზიდენტი და მთავარსარდალი, თქვენ ნახეთ, იმ დროს, როდესაც გიორგი ანწუხელიძე და მისნაირი გმირები თავს სწირავდნენ ჩვენს ქვეყანას, ჩვენს სამშობლოს, ჩვენი ხალხის და ჩვენი ტერიტორიის დაცვას, აი ეს მასხარა კაცი, სააკაშვილი, ლაჩარი, რომელმაც მიწაზე გართხმულმა აჩვენა მთელ მსოფლიოს ერის სირცხვილი მისი სახით, ამ დროს, ის გარბოდა ბრძოლის ველიდან.

მაშინ, როდესაც მაგალითად, სხვათა შორის, სტუმრად იმყოფებოდა მასთან ერთად საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, მიატოვა სტუმარიც და გაიქცა და მიწაზე გართხმული დაენახა მთელ მსოფლიოს. აი ასეთი პარადოქსების ქვეყანა იყო მაშინ ჩვენი ქვეყანა, ასეთი არაკაცების და ასეთი ლაჩრების ხელში იყო ჩვენი ქვეყანა. მაგრამ ეს ყველაფერი ჩვენ, ჩემო მეგობრებო, წარსულში ჩავტოვეთ“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.


 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში