„ქართულმა ოცნებამ“ ხულოს მერობის კანდიდატი ვახტანგ ბერიძე წარადგინა

18 აგვისტო 2021, 14:57 1074 ნახვა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, „ქართული ოცნების“ ხულოს მერობის კანდიდატის ვახტანგ ბერიძე წარადგინა. 

​''ხულო არის გამორჩეული თავისი ისტორიით სილამაზით და ხალხით. ჩვენს კანდიდატს დიდი წარდგენა არ სჭირდება, ღირსეული კაცია ვახტანგ ბერიძე, რომელიც თქვენ გემსახურებათ. 

ბატონ ვახტანგს მინდა საქებარი სიტყვები ვუთხრა, იმიტომ, რომ ამ კაცმა ეს მართლაც დაიმსახურა. ბოლო წლებში აჩვენა, რომ არის ღირსეული მერი და მჯერა, რომ თქვენი მხარდაჭერით, გააგრძელებს საქმიანობას და 4 წელი კიდევ მოემსახურება თქვენს ინტერესებს. მე მინდა ჩვენს მოქალაქეებს ვუთხრა - ოპოზიციამ წინა არჩევნებზე, იცოდნენ, რა, რომ ბატონი ვახტანგის დამარცხება შეუძლებელი იყო, სხვა ვახტანგ ბერიძე მოიყვანეს ხაშურიდან აქ და დააყენეს ხულოში. წარმოიდგინეთ, რამხელა პოლიტიკურ თაღლითობასთან გვაქვს საქმე, მაგრამ ხულოს მოსახლეობის მოტყუება ასე ადვილი არ არის, ხულოში ცხოვრობს ბრძენი ხალხი და ამათ ვერავინ მოატყუებს, მათ შორის, ვერც ეს პოლიტიკური თაღლითები'' - განაცხადა ღარიბაშვილმა. 

პრემიერმა მომდევნო წლების განმავლობაში დაგეგმილ პროექტებზეც ისაუბრა. 

''ხულოში ბევრი პროექტი დაფინანსდა, რომელის ეხებოდა სკოლების მშენებლობას, ბაღების რეაბილიტაციას, გაზიფიცირებას, ამბულატორიების მშენებლობას. ვმუშაობთ იმისათვის, რომ  თითოეულ მუნიციპალიტეტში ახალი ტურისტული ლოკაციები შეიქმნას, უფრო მეტი ვიზიტორი ჩამოვიდეს. მწვანე ტბის რეაბილიტაციას ვასრულებთ ძალიან მალე, რაც საბოლოო ჯამში ჩვენი მოქალაქეების კეთილდღეობაზე აისახება. გინფრასტრუქტურის მიმართულებით და რეგიონების განვითარებაზე 32 მლრდ. ლარი დაიხარჯება. ვინდა თანაბრად განვავითაროთ თითოეული მუნიციპალიტეტი და ქალაქი. ყველა ის დოვლათი, რომელიც ქვეყანაში იქმნება თანაბრად უნდა გადანაწილდეს. 

ჩვენ კარგად ვიცით მშვიდობისა და სტაბილურობის ფასი. ბოლო წლებში ჩვენმა გუნდმა დაამტკიცა, რომ ვართ პასუხისმგებლიანი მთავრობა და ძალა, რომელიც პასუხისმგებლობას იღებს საკუთარი ქვეყნის და ხალხის კეთილდღეობაზე, ჩვენი ქვეყნის მართვაზე. სწორედ ჩვენი მთავრობის, ჩვენი გუნდის დამსახურებაა ის, რომ ბოლო 8 თუ 9 წელი ქვეყანაში ომი არ ყოფილა და არც იქნება, მანამ, სანამ ჩვენ ვართ ხელისუფლებაში. ჩვენ ვართ გარანტი იმისა, რომ ქვეყანაში იყოს გრძელვადიანი მშვიდობა და სტაბილურობა და განვითარება უნდა შევიდეს ყველა რეგიონში, ქალაქში და ყველა ოჯახში. ეს უნდა იყოს ჩვენი მთავარი საზრუნავი“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ვახტანგ ბერიძე ხულოს მოქმედი მერია. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში