"ქართულმა ოცნებამ" ლანჩხუთის მერობის კანდიდატი, ალექსანდრე სარიშვილი წარადგინა

19 აგვისტო 2021, 11:53 1114 ნახვა

"ქართულმა ოცნებამ" ლანჩხუთის მერობის კანდიდატი, ალექსანდრე სარიშვილი წარადგინა.

წარდგენის ღონისძიებას ესწრებიან პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავა.

პრემიერის განცხადებით ალექსანდრე სარიშვილი წარმატებით და გულით ემსახურება მშობლიურ ლანჩხუთს და ლანჩხუთელებს. მისივე თქმით, ყველა მერი უნდა იყოს ხალხის სამსახურში.

პრემიერის განცხადებით,  ერთადერთი პასუხისმგებლიანი ძალა, რომელმაც ბოლო წლების განმავლობაში დაამტკიცა, რომ შეუძლია ქვეყნის მართვა მშვიდობით და სტაბილურობით, არის „ქართული ოცნება“.

"ჩვენ არაერთი პროექტი განვახორციელეთ. ყველა რეგიონში შევიტანეთ პროგრესი, განვითარება და წინსვლა. რა თქმა უნდა, ეს საკმარისი არ არის. ჩვენი ქვეყანა, მას შემდეგ, რაც არის დამოუკიდებელი, მას შემდეგ, რაც აღვიდგინეთ დამოუკიდებლობა, ძალიან ბევრი სირთულე გავიარეთ, ძალიან ბევრ განსაცდელს გავუძელით, ბევრი სიდუხჭირე, ბევრი ეკონომიკური გაჭირვება ნახა ჩვენმა ხალხმა, მაგრამ ქართველი ხალხი დგას ძლიერად და მტკიცედ. ჩვენ მაქსიმუმი უნდა გავუკეთოთ ჩვენს მოსახლეობას, ჩვენს ხალხს. ჩვენი მთავარი ამოცანა უნდა იყოს ეკონომიკური განვითარება, მეტი სამუშაო ადგილები, მეტი ინვესტიცია სოფლის მეურნეობის, ადგილობრივი წარმოების მიმართულებით, ხარისხიანი განათლება და ჯანდაცვა გვჭირდება ჩვენ, ყველას. ამისთვის ჩვენ გვაქვს საკმაოდ ხელშესახები შედეგები, მაგრამ მე უნდა ვისაუბრო ასევე ჩვენს გრძელვადიან გეგმებსა და მომავალზე“, - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში